დონალდ ტრამპი

ტრამპი: იდლიბზე თავდასხმაში რუსეთის და ირანის მონაწილეობა საშინელი შეცდომა იქნება

cnbc.com

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაშარ ალ-ასადი და მისი მოკავშირეები, ირანი და რუსეთი გააფრთხილა თავი შეიკავონ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად პროვინცია იდლიბზე თავდასხმისაგან.

"სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი წინადუხედავად არ უნდა დაესხას თავს იდლიბის პროვინციას. რუსები და ირანელები საშინელ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ ამ პოტენციურ ტრაგედიაში მონაწილეობით. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპება. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს!" დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

იდლიბის პროვინცია უკანასკნელი ტერიტორიაა სირიაში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. იქ ამჟამად სამ მილიონამდე ადამიანი აფარებს თავს. რუსული საზღვაო ძალები ხმელთაშუა ზღვაში მანევრებს ასრულებენ. მობილიზებულია ირანის მიერ მხარდაჭერილი არმიაც.

ირანული საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით 7 სექტემბერს თეირანში ირანის, რუსეთისა და თურქეთის ლიდერები იდლიბის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

რეგიონში სადამკვირვებლო მისიით იმყოფება თურქეთის ძალები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ იდლიბზე თავდასხმა სირიის ომის ესკალაცია იქნება და ვაშინგტონი ქიმიური თავდასხმის შემთხვევაში სათანადო რეაგირებას მოახდენს.

კომენტარები