კრიმინალი

შსს: მობილური ტელეფონის ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებული გ.გ., მობილური ტელეფონის ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში 2001 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები