ავიაკატასტროფა

სოჭის აეროპორტში ავარიული დაშვებისას თვითმფრინავის 18 მგზავრი დაშავდა

Tass

რუსეთში, სოჭის აეროპორტში ავარიულად დაშვებისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა 18 მგზავრი. დაიღუპა აეროპორტის ერთი თანამშრომელი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა.

Utair-ის ბოინგ 737 მოსკოვიდან მოფრინავდა და ბორტზე 164 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

აეროპორტის განცხადების მიხედვით თვითმფრინავში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა 8 წუთში მოხერხდა. 

ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები