მინდა შევეხო სამშენებლო კომპანია სვეტის თემას. ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი მოგვმართავს, თუ რა ხდება ამ პროექტებთან დაკავშირებით, ეს არის ერთერთი პრობლემური კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ნებართვების თვალსაზრისით, დავეხმარეთ ყველანაირად, მაინც მშენებლობას ვერ ახერხებს, ვერ ასრულებს პროექტებს. პარალელურად დაწყებულია გამოძიება, ჩვენ შევხვდით საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, სულ გვაქვს კონტაქტი ამ ადამიანებთან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა ჩვები კომპეტენციის ფარგლებში. როცა შესაბამისი სამსახურები დაასრულებენ საგამოძიებო პროეცესებს და შეგვეძლება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რომ სვეტის პროექტები დავასრულოთ და არ დარჩეს არც ერთი დაზრალებული ადამიანი. ხალხია უცხოეთშია წასული, შრომობენ, წვალობენ და იქიდან გადმორიცხული თანხებით შეისყიდეს ბინები და დღესაც გაურკვეველია, რა ბედი ეწევა. მინდა მოგმართოთ ყველას, რომ დედაქალაქის მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა
თბილისის მერია
კალაძე: "სვეტი" პრობლემური კომპანიაა, ვეცდებით, არ დარჩეს არც ერთი დაზრალებული ადამიანი
tbl.ge/33ki
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- მხოლოდ თბილისში არ ხდება, ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც – კალაძე ქუჩების დატბორვაზე
- N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ




