გურამ კაშია

ბაქრაძე: სრული მხარდაჭერა კაშიას, ჩვენი ვალია, წინ აღვუდგეთ აგრესიასა და ძალადობას

მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას. მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც ღიად პრორუსული და ფაშისტური ძალები დაუფარავად ემუქრებიან ფეხბურთელს, იმის გამო, რომ მან დაგმო ძალადობა და ადამიანებს შორის თანასწორობას დაუჭირა მხარი. ხელისუფლების ვალია, დროულად შეზღუდოს მის მიერვე მხარდაჭერილი და წახალისებული ძალები და უზრუნველყოს გურამ კაშიას უსაფრთხოება. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელ უმცირესობასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის, თანასწორია კანონის წინაშე. საქართველოში ერთმანეთთან დაპირისპირებისა და ზიზღის გავრცელება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ ოკუპანტ ძალას, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დასუსტებით. ამიტომ, ჩვენი ვალია, წინ აღვუდგეთ აგრესიასა და ძალადობას. საქართველოს სჭირდება ერთიანობა, ხოლო გურამ კაშიას და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვუსურვებ, ბევრჯერ გაეხარებინოთ ქართველი გულშემატკივარი ღირსეული თამაშით და გამარჯვებებით!

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გურამ კაშიას მხარს უჭერს.

კომენტარები