სროლა აშშ-ში

ფლორიდაში, გასართობ ცენტრში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა

ფლორიდის შტატ ქალაქ ჯექსონვილში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 11 დაშავდა.  

ცხრა ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. ორი კი ტერიტორიის დატოვების დროს დაშავდა. 

სროლაში ბრალდებული ადგილზე დაიღუპა. სამართალდამცავებისთვის ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა მასთან ერთად კიდევ ერთი პირი. პოლიცია სამძებრო სამუშაოებს აგრძელებს.

პოლიციელებმა თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახერხეს. ის 24 წლის, დევიდ კათსია, რომელიც ვიდეო თამაშის ერთ-ერთი მონაწილე იყო. პოლიციის ცნობით, ბალტიმორის მცხოვრებმა თავდასხმის შემდეგ შემთხვევის ადგილზე თავი მოიკლა.

მასობრივი სროლა ქალაქ ჯექსონვილის გასართობ კომპლექსში, ვიდეოთამაშის ტურნირის დროს მოხდა. 

Los Angeles Times-ი თვითმხილველზე დაყრნდობით წერს, რომ მსროლელი ვიდეოთამაშის მონაწილე იყო, რომელმაც თამაშში წააგო. მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მან სროლა

კომენტარები