რაგბი

"ოცნების" დეპუტატები რაგბის კლუბისთვის 4 000 ლარის შეგროვებას მოქალაქეებს სთხოვენ

ქართული ოცნების დეპუტატებმა რაგბის კლუბისთვის 4 000 ლარის შესაგროვებლად კამპანია დაიწყეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ფეისბუქზე წერს, რომ ეს თანხა ოზურგეთში რაგბის ახალი ბაზის ასაშენებლად არის საჭირო. 

"იმისათვის, რომ უკეთ მოვემზადოთ და უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ, ვგეგმავთ ახალი ბაზის აშენებას. საჭიროა მიწის ნაკვეთის შემოერთება, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის და მისი ღირებულება 4000 ლარია. მიწის ნაკვეთის დამატების გარეშე, პროექტი ვერ განხორციელდება.

ოზურგეთის რაგბის კლუბი “არწივები” პირველ ლიგაში გადავიდა.

კლუბში 107 მოზარდი ვარჯიშობს, აქედან 14 გოგონა და 93 ვაჟი.

ჩვენ #ერთად ვიწყებთ ამ თანხის შეგროვებას. ჩაწერე ვიდეო, გადარიცხე დონაცია და გააზიარე.

#რაგბიჩვენითამაშია 
#არწივები", - წერს თალაკვაძე. 

ოზურგეთის რაგბის კლუბ არწივების მხარდასაჭერად 4 000 შეგროვებას მოქალაქეებს ქართული ოცნების სხვა დეპუტატები - ნინო წილოსანი და ილია წულაიაც სთხოვენ. 

ნინო წილოსანის ოჯახის წევრებს - მამას და ქმარს პროკურატურა 65 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

ილია წულაია კი დეველოპერული კომპანია არქის დამფუძნებელია. 

კამპანიაში ჩართულები არიან მომღერალი ნინი ქარსელაძე და კალათბურთელი ანატოლი ბოისაც.  

კომენტარები