ძალიან გახსნილად მინდა გითხრათ, მიხარია და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციას, ამიტომ არსებობს ასოცირების შეთანხმება, ამიტომ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა, რომელიც არის გაწევრიანების კანდიდატი, უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს და მეორე, ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი, ახალი ქვეყნების მიღებისა. დღესდღეობით, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვყავს, პერსპექტივაში და ინსტიტუციონალურად შრომისუნარიანობა უნდა არსებობდეს... საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი მათი გამოკვეთილი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით, არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. [ჯერ არიან] ადამიანები, რომლებსაც უნდათ ლეგალურად საქმიანობა, ლეგალურად ცხოვრება და ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივიდეთ საუბარზე, რომ ვისაუბროთ გაწევრიანებაზე, მე ვერ ვიტყვი, რომ ხუთ წელიწადში ეს პროცესი დასრულდება, თუმცა ჩემი ვიზიტის მიზანია, მათ შორის ამაზეც საუბარი გახსნილად
საქართველო-გერმანია
მერკელი ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ
tbl.ge/3397
დაკოპირდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დასმული კითხვის შესახებ. ოფიციალური თარგმანი.
ამავე თემაზე
- ზაარბრიუკენის გადაწყვეტილების გამო კალაძე გერმანელ ხალხს "სამძიმრის წერილით" მიმართავს
- პაპუაშვილი: ფიშერის პენსიაში გასვლა კარგია, ვერცერთ სხვა ერს ვეღარ დააზიანებს
- პაპუაშვილი: სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ბატონი პეტერი საქართველოს
- ფიშერი პაპუაშვილზე: ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა, ან თავს აჩვენებს
- განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელია - გერმანიის საელჩო




