ინდონეზია

ინდონეზიაში დირექტორმა, რომლის ბაღშიც ბავშვებს ჯიჰადისტების მსგავსად ჩააცვეს, პოსტი დატოვა

ინდონეზიაში, საბავშვო ბაღის დირექტორმა, აღსაზრდელების საზეიმო ფორმის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

შემთხვევა 18 აგვისტოს მოხდა. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილე საბავშვო ბაღის მოსწავლეებს Isis-ის მიმდევრების მსგავსი შავი სამოსი ჩააცვეს და ხელში სათამაშო იარაღი დააჭერინეს.

მსვლელობის ფოტო და ვიდეო კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, რის შემდეგაც ბაღის დირექტორმა ბოდიში მოიხადა. მან თქვა, რომ დაწესებულებაში ბავშვებს ძალადობას არ ასწავლიან.

კომენტარები