რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ, სწორედ ამიტომ ვარ აქ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება - ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს მაგალითად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. და მე ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივესთვის, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. ეს არის ის ასპექტები, ის მონაპოვარი, რაც გვაქვს. ჩვენს ქვეყნებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტ გაღრმავებას ვუსურვებ
tbl.ge/338j
დაკოპირდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, კითხვაზე "გერმანია იქნება თუ არა საქართველოს დიდი მხარდამჭერი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე". საქართველოს მთავრობის ოფიციალური თარგმანი.
ამავე თემაზე
- ზაარბრიუკენის გადაწყვეტილების გამო კალაძე გერმანელ ხალხს "სამძიმრის წერილით" მიმართავს
- პაპუაშვილი: ფიშერის პენსიაში გასვლა კარგია, ვერცერთ სხვა ერს ვეღარ დააზიანებს
- პაპუაშვილი: სულმოუთქმელად ველით, როდის დატოვებს ბატონი პეტერი საქართველოს
- ფიშერი პაპუაშვილზე: ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა, ან თავს აჩვენებს
- განსაკუთრებით რთულ პერიოდებში, დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელია - გერმანიის საელჩო




