უბედური შემთხვევა

უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს, სავარაუდოდ, ისინი წლების წინ დაღუპული ტურისტები არიან

მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსის დავით რატიანის ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, წლების წინ დაღუპული ტურისტები არიან.

"დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყვით" - ამბობს რატიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, წლების წინ დაკარგული ტურისტების ნეშტებს ვერტმფრენით გადმოასვენებენ. 

კომენტარები