თბილისის მერია

კალაძე: მერიამ 220 ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესი დაიწყო

თბილისის მერია

თბილისის მერიამ 220 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესი დაიწყო. ქალაქის მთავრობის სხდომაზე  კახა კალაძემ თქვა, რომ 2018 წლის ბოლოს თბილისში უკვე შესყიდული 90 ავტობუსი შემოვა, 2019 წლის ბოლომდე კი არსებული ავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება. 

„მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული, 8-მეტრიანი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესყიდვის პროცესი. როგორც ვპირდებოდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის ჯამში 550 ერთეული ახალი ავტობუსი იქნება შემოყვანილი და არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად იქნება ჩანაცვლებული“, - თქვა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე თვეში, კვლევის საფუძველზე დადგინდება, არის თუ არა დედაქალაქში ავტობუსების დამატების საჭიროება.

კომენტარები