ინდოეთი

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა

AFP

ინდოეთში, კერალას შტატში მუსონის მიერ გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა. თავშესაფრის გარე დარჩა 223,000 ათასზე მეტი ადამიანი.

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა წყალდიდობის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა იმსხვერპლა.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, სტიქიური უბედურების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია კვლავ გრძელდება. მასში ჩართულია არმიაც. უამინდობის გამო დაიხურა რეგიონის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი.

რეგიონში მუსონები ყოველწლიური მოვლენაა, თუმცა ამჯერად მისგან გამოწვეული ზარალი უკანასკნელი საუკუნის მანძილზე ყველაზე დიდია.

კომენტარები