არჩევნები 2018

თემურ ბაბლუანი: სალომე ზურაბიშვილზე კარგი კანდიდატურა დღეს არ ჩანს

სალომე ზურაბიშვილზე კარგი კანდიდატურა დღეს არ ჩანს. ის პატრიოტი ოჯახიდან არის. ოჯახი ძალიან ბევრს განაპირობებს. ჩემთვის ყველაზე მთავარი ფასეულობაა, რომ ვარ ქართველი, ამაზე ძვირფასი არაფერი მაქვს და რაც უკეთესი იქნება ჩემი ქართველობისთვის, იმის მხარეზე ვიქნები. გარდა ამისა, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. იყო საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი და ეს უბრალო რამ არ არის, ასევე ამ უზარმაზარი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ძალიან დიდ მისიებში. ეს არის გამოცდილება, ე.ი. იცი, ვის როგორ უნდა დაელაპარაკო

რეჟისორი თემურ ბაბლუანი პრეზიდენტობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის წევრია. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები