გერმანელ სტუდენტს, 24 წლის დევიდ მისალის ჩინეთში, პეკინის ცინხუას უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის დასრულების საშუალება არ მისცეს და ქვეყნიდან გააძევეს. ამის შესახებ Foxnews წერს.
გერმანელი სტუდენტი ამ ფაქტს მის მიერ მომზადებულ სიუჟეტს უკავშირებს, სადაც ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები და სიტყვის თავისუფლების დაბალი ხარისხი განიხილა.
მისალის თქმით, სიუჟეტის შემდეგ დაუკავშირდნენ საიმიგრაციო სამსახურიდან და უთხრეს, რომ მისი სტუდენტური ვიზა გაუქმებული იყო და ერთი კვირა ეძლეოდა ქვეყნის დასატოვებლად და გერმანიაში დასაბრუნებლად.
სტუდენტის თქმით, სიუჟეტი მხოლოდ მის ბლოგსა და YouTube-ის არხზე ატვირთა, რომელიც დაახლოებით ასმა კაცმა ნახა.
ჩინეთში 2015 წლიდან ამ დრომდე, ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე 300-მდე აქტივისტია დაკავებული.





