ინფლაცია რომ ავიღოთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენთან ინფლაცია სამომხმარებლო ფასებზე იყო 8%-ზე ნაკლები, რაც არის იდეალური მაჩვენებელი. მიიჩნევა, რომ სასურველია, წელიწადში 2-3% მაინც იყოს ინფლაცია. სჯობს, 4%-ს არ გადააჭარბოს და სწორედ ამ პარამეტრებში ზის სამწლიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყანა. მოლდოვაში ამ სამ წელიწადში ინფლაცია იყო 28%, რაც ნიშნავს კატასტროფას. რეალური ეკონომიკა მცირდება, ინფლაცია გაქვს 28%, შესაბამისად, ნომინალური ეკონომიკა მხოლოდ ინფლაციის ხარჯზე გაიზარდა. ისიც კი, რაც დაემატა მოლდოვას ნომინალურ ეკონომიკაში, დაემატა მხოლოდ ინფლაციის ხარჯზე. სრული კატასტროფა არის ეკონომიკური თვალსაზრისით შექმნილი მოლდოვაში. კი ბატონო, უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას, თან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას და ა.შ. მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით მოშლილია სისტემა, კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. მოლდოვაზე კორუმპირებული ქვეყანაა უკრაინა. ეს არის მთლიანობაში ვითარება.
tbl.ge/7ipy
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
ირაკლი კობახიძექართული ოცნებაბიძინა ივანიშვილის რეჟიმისაქართველო-უკრაინასაქართველო-მოლდოვასაქართველო-ევროკავშირი
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი



