უკანონო ხე-ტყე

ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 265 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი ფაქტი სამცხე-ჯავახეთში გამოვლინდა, ყველაზე ნაკლები კი მცხეთა-მთიანეთში.

  • სამცხე ჯავახეთი - 69;
  • აჭარა - 37;
  • კახეთი - 34;
  • შიდა ქართლი - 33;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 27; 
  • იმერეთი - 26;
  • რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 18;
  • ქვემო ქართლი- 11;
  • გურია - 9;
  • მცხეთა-მთიანეთში - 1.

უწყების ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2352 მ³-მდე ხე-ტყე.

გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 61 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 4 დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მათივე ინფორმაციით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები