მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება

სააკაშვილი ლეგალიზაციაზე: ივანიშვილი თავის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას აპირებს

საკონსტიტუციო სასამართლოს მთლიანად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი. მე მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებს ციხეში არ უნდა უშვებდნენ პლანის მოწევისთვის და თუ რამე ხდებოდა ამ მიმართულებით წინა წლებში და ახლაც ხდება, ეს არის გადახრა და არასწორია. მაგრამ ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება უნდა სხვა მიზნისთვის. იმიტომ, რომ როგორც ახლა დადგინდა უტყუარად, მისმა საყვარელმა დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა ჩამოიყვანა ორი კვირის წინ კოლორადოს შტატიდან ექსპერტები მარიხუანის თემაზე და ისინი აპირებენ ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას და ასობით მილიონი დოლარის იმაზე გაკეთებას, რომ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაბოლდეს, მოიხმარდეს მარიხუანას და ასევე, ეს გადიოდეს უცხოეთში. ერთი სიტყვით, ჯერ ბერა გამოვიდა სიმღერით ლეგალიზაციაზე და შემდეგ უკვე ივანიშვილი შემოვიდა თავის ფინანსური ინტერესებით. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.

კომენტარები