მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება

საპატრიარქო: ლეგალიზება ერის ღალატია, გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო

მოსალოდნელი იყო მსგავსი რამ ნაბიჯები. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების ზიანთან დაკავშირებით ჩვენს ახალგაზრდებში, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება ამ საკითხისა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს. არ შეიძლება 4 კაცი, რომლებიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებენ, 4 მილიონი ერის ნებას უგულვებელჰყოფდნენ და რაღაცა თავისი გაუგებარი ლოგიკით ღებულობდნენ დამღუპველ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ გასაუქმებელია საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლო

უთხრა ტელეკომპანია იმედს საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით

კომენტარები