საპრეზიდენტო არჩევნები

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს დანიშნა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოში საპრეზიდენტო არჩვენები 28 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების თარიღი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

ეს ბოლო არჩვენები იქნება როცა საქართველოს პრეზიდენტს ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს. 2023 წლიდან პრეზიდენტს სამასი ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელთაგან 150 იქნება საქართველოს დეპუტატი, 150 კი, საზოგადოების სხვადასხვა წრეებისგან შეირჩევა.

კომენტარები