საპრეზიდენტო არჩევნები

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს. მარგველაშვილი განცხადებას 15:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაცია, ტაბულას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

ეს ბოლო არჩვენები იქნება როცა საქართველოს პრეზიდენტს ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს. 2023 წლიდან პრეზიდენტს სამასი ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელთაგან 150 იქნება საქართველოს დეპუტატი, 150 კი, საზოგადოების სხვადასხვა წრეებისგან შეირჩევა.

კომენტარები