ძალიან კარგი, თუ ბატონი გედევანი გონს მოეგო და მოიხადა ბოდიში, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მგონია, დიდი ალბათობით, მასაც იგივე ბედი ეწეოდა, რაც ბედიც ეწია ბატონ დავით ჭიჭინაძეს, იმიტომ, რომ მიდგომა ყველასთვის ერთი უნდა იყოს. გედევანმა გააცნობიერა ალბათ ის დიდი შეცდომა, რაც დაუშვა, მათ შორის ის, რაც ემუქრებაოდა მას თუ კიდევ და კიდევ გადავიდოდა ზღვარს. ძალიან კარგი, რომ მიხვდა, რაც დააშავა და ამისთვის მოიხადა ბოდიში
tbl.ge/31a9
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი“. ცნობისთვის, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას გედევან ფოფხაძემ "პრინციპულად არასწორი გადაწყვეტილება" უწოდა და თქვა, რომ ქართულ ოცნებას შეუძლია, პარტიას "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვას. ამ განცხადებას ქართული ოცნების დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც, ფოფხაძემ ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მას სურს, შუამავლის როლი ითამაშოს.
ქართული ოცნებაჭიჭინაძის გარიცხვაჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვასოფო კილაძეგედევან ფოფხაძეფოფხაძის ბოდიში
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




