მსოფლიო ჩემპიონატი 2018

ნაომი კემპბელის კომენტარი კონორ მაკრეგორის პოსტზე: რუსეთისგან სიყვარულით

Vogue.com

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა, მან ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. მსოფლიო ჩემპიონატს წელს რუსეთი მასპინძლობდა.

ფინალის დასრულების შემდეგ, ცნობილმა მებრძოლმა, კონორ მაკრეგორმა, ვლადიმირ პუტინთან ერთად გადაღებული სურათი ინსტაგრამზე დადო და მას ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი უწოდა.

"დღეს მე დაპატიჟებული ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე, როგორც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სტუმარი. ეს კაცი ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანია და ჩემთვის პატივი იყო, მასთან ერთად დავსწრებოდი ამ მოვლენას. ეს დღეს პატივია ჩემთვის მისტერ პუტინ. მადლობა და გილოცავთ შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას." - წერს მაკრეგორი.

კონორ მაკრეგორის პოსტზე, ლეგენდარულმა სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმაც დააკომენტარა.



ფოტო: facebook.com/FashionHolicsOnline

"დიახ!!!! სიყვარულით რუსეთისგან" - წერს ნაომი კემპბელი.

კომენტარები