მსოფლიო ჩემპიონატი 2018

ჩემპიონატზე გამარჯვების გამო, პარიზის 6 მეტროსადგურს სახელები დროებით შეუცვალეს

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების აღსანიშნავად და საფრანგეთის ნაკრების პატივსაცემად,პარიზის 6 მეტროსადგურს სახელწოდებები დროებით შეუცვალეს. ამის შესახებ BBC წერს.

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის დიდიე დეშამის სახელი ორ გაჩერებას დაერქვა: "ნოტრ-დამ-დე-შანს" "ნოტრ-დიდიე-დეშამი" ეწოდა, ასევე "შან-ელიზე-კლემანსო" დროებით "დეშამ-ელიზე-კლემანსოდ" გადაკეთდა.

ვიქტორ ჰიუგოს სახელობის გაჩერებას, დროებით "ვიქტორ უგო ლორისი" დაერქვა. "შარლ-დე გოლ-ეტუალ"-ს კი "On a 2 Etoiles" ეწოდა, რაც ნიშნავს "ჩვენ ორი ვარსკვლავი გვყავს".

"ბერსიმ" "ბერსი ლე ბლე"-ს სახელი მიიღო. ბლე ფრანგულად ლურჯს ნიშნავს. ლურჯებად კი საფრანგეთის ნაკრებს მოიხსენიებენ ხოლმე.

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დააამრცხა და მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის თასის მფლობელი.

კომენტარები