მსოფლიო ჩემპიონატი 2018

ნეიმარის მინდორზე წაქცევის კადრებისგან შრიფტი შექმნეს

დიზაინერმა ლუჩანო ჯეიკობმა ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის საფეხბურთო მინდორზე წაქცევის მრავალრიცხოვანი კადრებისგან შრიფტი, სახელწოდებით Ney Type ააწყო. 

ანბანის სრული შრიფტი A-დან Z-ის ჩათვლით მხატვარმა ნეიმარის დაცემის კადრებისგან შექმნა. დიზაინერს შრიფტის შექმის იდეა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩის დროს ნეიმარის უცნაურად დაცემის შემდეგ გაუჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა, ნეიმარის მრავალფეროვანი „წაქცევები“ ინტერნეტმომხმარებელთა საყვარელ გასართობად რჩება.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 15 ივლისს დასრულდა. ფინალურ მატჩზე საფრანგეთმა ხორვატია 4:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

კომენტარები