ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს

გიგი წერეთელი ეუთო-ს შეხვედრაზე. ჟენევა, 2014 წელი
ვიკიპედია

ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს.

ბერლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესია დასრულდა. ხუთი დღის განმავლობაში, საპარლამენტო ფორუმზე 57 ქვეყნის 300-მდე დელეგატმა, ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა და შესაბამისი რეზოლუციები მიიღო.

სესიის ბოლო დღე ბერლინის დეკლარაციის მიღებას და ორგანიზაციის საკადრო საკითხების გადაწყვეტას დაეთმო. ფარული კენჭისყრის შედეგად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიგი წერეთელი, ერთი წლის ვადით, პრეზიდენტად აირჩია.

პრეზიდენტის მოვალეობას გიგი წერეთელი 2017 წლის ნოემბრიდან ასრულებდა, მას შემდეგ რაც მოქმედი პრეზიდენტის, ავსტრიის პარლამენტის წევრის, კრისტინე მუტონენის პარტიამ არჩევნების შედეგად საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

კომენტარები