ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაპუაშვილსა და სამხარაძეს შეხვდა

oscepa/X

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის კრების დროს ივანიშვილის წარმომადგენლებს, შალვა პაპუაშვილსა და ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა და "გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე" ელაპარაკა.

ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა X-ზე წერს

"ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კრების დროს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. საუბარი ძირითადად გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას შეეხო". - წერია განცხადებაში.

მანამდე, 6 იანვარს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

"დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, რა დროსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში". - წერდა კაუმა X-ზე.

კომენტარები