ტყის ხანძარი

ლენტეხის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება

ლენტეხიში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს.

არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა. ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. 

ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა მუშაობს. ადგილზე მობილიებულია დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთის რეგიონიდა.

ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

კომენტარები