ავღანეთის აღმოსავლეთში, ნანგარჰარის პროვინციაში აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯალალაბადის საკონტროლო-გამშვებ პუნტთან აიფეთქა თავი.
დაღუპულთა შორის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი, ხოლო ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.
ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.





