საკადრო ცვლილებები

გოცირიძე: ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ

საქართველოში სავალალო მდგომარეობაშია მაღალი თანამდებობის პირების შერჩევის საკითხი. ადამიანები შეირჩევიან პირადი ერთგულების ნიშნით და შეირჩევიან იმ ნიშნით, რომ ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ შავ-ბნელი საქმეების კეთება - შემსრულებლები ნებისმიერი დავალებისა. კურიოზულ შემთხვევებსაც ვხედავთ უკვე, რომ ერთი შეხედვით სანდო ხალხი ფაქტობრივად გარეკეს სახელისუფლებო ეშელონიდან. რა დააშავა პირადმა ბანკირმა ქუმსიშვილმა?! ალბათ ის დააშავა, რომ მეგობრობდა გიორგი კვირიკაშვილთან. დღეს აჭარაში ყველაზე მაღალი თანამდებობის მქონე პირმა პოსტი დატოვა და თქვენ არც კი, გითქვამთ რატომ აგდებთ ამ ადამიანს. ალბათ იმიტომ, რომ ვისაც კვირიკაშვილთან სუფრაზე ჭიქა აუწევია, ყველა შავ სიაში შეიყვანეთ. ეს შავი სია კიდევ გაიზრდება და ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება ამას მალე ვნახავთ. ანუ უკვე პირადი ბანკირების ნდობაც კი, ამოიწურა და როცა ვამბობთ, რომ ყველა პირადი ამოიწურა, თურმე პირადი ადვოკატი ჯერ რეზერვშია. მერე მიადგებიან პირად მზარეულებს და ფიტნეს ინსტრუქტორებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზურაბ პატარაძის მიერ თანამდებობიდან წასვლა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომას დაუკავშირეს. 

კომენტარები