საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ურეკში მაშველებმა მამა-შვილი გადაარჩინეს

on.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაბა ურეკში, მაშველებმა მამა-შვილი მიხაილი და სტეფანი გადაარჩინეს.

ისინი ზღვაში შევიდნენ და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, მაშველებმა მამა-შვილი ზღვიდან სკუტერით გამოიყვანეს.

ამჟამად, ​მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები