ინდოეთი

მუმბაიში მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა

მუმბაიში მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ foxnews-ი წერს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი მუმბაის აეროპორტთან და რკინიგზის სადგურთან მდებარე ხალხმრავალ რაიონში, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ის მაშინ ჩამოვარდა როცა დასაშვებად ემზადებოდა. გარდაცვლილთაგან 4 თვითმფრინავში იმყოფებოდა.

ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური მუშაობს. 

თვითმფრინავი Beechcraft King Air C90, რომელიც ეკიპაჟის ორ წევრსა და შვიდ მგზავრს იტევს, ინდოეთის უტარ პრადეშის შტატის ხელისუფლების სახელზეა რეგისტრირებული.

ის მუმბაიდან ჯუჰუში მიფინავდა

კომენტარები