ხანძარი

კენიაში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

კენიის დედაქალაქ ნაიორბის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ცეცხლი გიკომბას ბაზარში გავრცელდა, შემდეგ კი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ქოხებს მოედო. გიკომბას ბაზარი ნაირობის ყველაზე ხალხმრავალ რაიონში მდებარეობს. დამწვარ ნაგებობებში ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მაშველები მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ.

ნაიორბის რეგიონული კოორდინატორის მონაცემებით, ხანძარი ადგილობრივი დროით ღამის 02:30 საათზე გაჩნდა.

კომენტარები