ობიექტურ დამკვირვებელს არ უნდა გასჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვინმეს ხელის დაფარებას ვცდილობთ, ან არ გვინდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. პირიქით, სწორედ ჩვენ ვიყავით, ვინც ყველაზე კრიტიკულ შეკითხვებს სვამდა კომისიის სხდომაზე. შემთხვევითი არ იყო ის, რომ მშობლების გამოკითხვისას პირველივე შეხვედრაზე დავინტერესდით მათ რა პრეტენზიები და კითხვები ჰქონდათ, რათა შემდგომში სწორედ ამ კითხვებზე გაეკეთებინა აქცენტი საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების გამოკითხვისას. როგორც გამოირკვა, დადუნაშვილის ოჯახს არ აქვს პრეტენზიები. რაც შეეხება ზაზა სარალიძეს, სწორედ იმ საკითხებზე, რაც მისი შეფასებით გამოძიებისას ეჭვებს აჩენს, დავსვით კითხვები. თუმცა ვფიქრობ, საბოლოო დასკვნის გამოტანისთვის მიღებული ინფორმაცია საკმარისი არ არის. ვაპირებთ, მომავალშიც დავსვათ მწვავე კითხვები ფარდულის და მარკეტის ეპიზოდებზე, რაზეც ზაზა სარალიძესთან ერთად ჩვენც გვაინტერესებს კონკრეტული პასუხების მიღება.
tbl.ge/2zv3
დაკოპირდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისიის სხდომის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა.
ამავე თემაზე
- საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიას და ზურა გირჩი ჯაფარიძეს 8 აპრილს იბარებს
- ბოკერია კომისიაზე დაბარებაზე: თუ არ დამიბარებენ, მომხრეების თვალშიც დასაცინები გახდებიან
- სუბარი: 60 წლის წინ მოკლეს კენედი, ტრამპმა კითხვებს პასუხები უნდა გაეცესო – 12 წელი გიკვირთ?
- ოცნებამ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისია შექმნა
- გახარია უმცირესობას: ვერაფერი დაადგინეთ, საგამოძიებო კომისიის დისკრედიტირება მოახდინეთ




