რკინიგზა

Stadler-ი თბილისში ვაგონმშენებელ ქარხანას ააშენებს

საქართველოს რკინიგზა

შვეიცარიული კომპანია Stadler Rail საქართველოში ვაგნომშენებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. პროექტის შესახებ დღეს Stadler -ის პრეზიდენტ პიტერ შპულერს, საქართველოს რკინიგზასა და თბილისის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის გაფორმებამდე, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

"Stadler-თან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, რომ საქართველოში მეტროს ვაგონებისა და რკინიგზის სამგზავრო ვაგონების აწყობა-წარმოების ქარხნის აშენება შევძლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ახალ სამუშაო ადგილებს შევქმნით,"- ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით როგორც საქართველოს რკინიგზასა და თბილისის მეტროს უზრუნველყოფს.

Stadler მატარებლების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი ევროპული კომპანიაა. მას აქვს ქარხნები გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, ბელორუსსა და უნგრეთში. კომპანიას 7 ათასზე მეტი დასაქმებული ჰყავს. 

საქართველოს რკინიგზამ ახალი მატარებლები სწორედ Stadler-ისგან შეიძინა.

Stadler-ის აქტივების ღირებულება $2.3 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია 1942 წელს დაარსდა.

კომენტარები