რკინიგზა

რკინიგზა: 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისები დაემატება

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისები დაემატება.

რკინიგზის ცნობით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დღე-ღამეში ორი რეისი ემატება, გასვლა 10:50 საათსა და  00:30 საათზე. 

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით ასევე ორი დამატებითი რეისია - გასვლა 18:30 საათსა და 00:45 საათზე - წერია რკინიგზის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები