ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი

თვითმფრინავს, რომელსაც საუდის არაბეთის ნაკრები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]

რუსეთის ავიახაზების თვითმფრინავს, რომელსაც საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრები სანქტ პეტერბურგიდან დონის როსტოვში გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა.

გავრცელებული ცნობით თვითმფრინავის ფრთაზე ცეცხლის გაჩენა ძრავში ჩიტის შეფრენამ გამოიწვია.

შედეგად, თვითმფრინავი დონის როსტოვის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. მგზავრები არ დაშავებულან.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე საუდის არაბეთის ნაკრები რუსეთის ნაკრებთან 0-5 დამარცხდა. შემდეგი თამაშს ისინი ურუგვაის ნაკრებთან ოთხშაბათს გამართავენ.

კომენტარები