ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი

დიეგო მარადონა: არგენტინის თამაში ისლანდიასთან სამარცხვინოა

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო მარადონამ თქვა, რომ გუნდის თამაში ისლანდიასთან "სამარცხვინო" იყო და მენეჯერ ხორხე სამპაოლის აფრთხილებს, რომ ვერ დაბრუნდება არგენტინაში, თუ გუნდი თამაშს ასე გააგრძელებს. 

ლიონელ მესიმ ისლანდიასთან თამაშისას, პენალტის დანიშვნის შემდეგ გოლი ვერ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლით თამაშის მოგებას შეძლებდა:

"მეტოქეს ვჯობდით. ვეცადეთ მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა. თერთმეტმეტრიანის გაფუჭება ძალიან მტკივნეული იყო. თერთმეტმეტრიანი რომ გაგვეტანა, ყველაფერი შეიცვლებოდა. პასუხისმგებლობას სრულიად ჩემს თავზე ვიღებ"- ამბობს მესი.

მარადონა ამბობს:

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გუნდის გული რისხვითაა სავსე. მე არ დავსჯი მოთამაშეებს, არ შემიძლია მათი დასჯა, განსაკუთრებით კი ლიონელ მესის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო".

არგენტინის და ისლანდიის მატჩი 16 ივნისს გაიმართა, თამაში ფრედ, 1-1 დასრულდა.

კომენტარები