ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი

FARE ფეხბურთის ლგბტ თემის წევრ ფანებს რუსეთში ყოფნისას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს

Piara Power
Fifa/Getty Images

FARE-მ (Football against racism in Europe - ყოფილი "ფეხბურთი რასიზმის წინააღმდეგ" და ამჟამად ჯგუფი რომელიც ფეხბურთში თანასწორობის მისაღწევად ატარებს კამპანიებს) ლგბტ ფანები გააფრთხილა, რომ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასვლის შემთხვევაში საჯაროდ სიყვარულის გამოხატვისაგან თავი შეიკავონ.

ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯგუფი ლგბტ პირებს დამხმარე წიგნებს გადასცემს, რომელიც მოუწოდებს მათ სიფრთხილისაკენ ისეთ ადგილებში, რომლებიც ლგბტ თემისადმი არაკეთილგანწყობილია.

"იგივე გზავნილი გვაქვს ფერადკანიანებისათვის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ფანებისათვის - წადით მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ იყავით ფრთხილად."

"გეი ფანები ხელჩაკიდებულები თუ ივლიან ქუჩაში, დაემუქრებათ თუ არა საფრთხე დამოკიდებულია ქალაქზე და დღის მონაკვეთზე."

"სახლმძღვანელო ასევე შეიცავს დეტალებს, რომლებიც ახსნის რეალურ სიტუაციას რუსეთში ლგბტ თემთან მიმართებაში. იყო გეი დანაშაული არ არის, მაგრამ არის კანონი რომელიც არასრულწლოვანთათვის ჰომოსექსუალობის წარმოჩენას კრძალავს. ლგბტ თემთან დაკავშირებული საკითხები რუსეთში საჯარო განხილვის ნაწილი არ არის. გეი პირებს აქვთ ადგილი რუსეთში, თუმცა ეს არის ძალიან დაფარული და მიწისქვეშა." თქვა მან.

ჯგუფმა FIFA-ს მისწერა ბრიტანელი და გერმანელი ფანების ჯგუფების სახელით, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე სტადიონებზე ცისარტყელიანი დროშის აწევის უფლება მიეღოთ.

კომენტარები