ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი

რუსეთში დაგეგმილ FIFA World Cup 2018-ის პოსტერზე საბჭოთა მეკარე ლევ იაშინია გამოსახული

FIFA World Cup 2018 რუსეთში 14 ივნისიდან - 15 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. დღეს კი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერის პრეზენტაცია მოხდა. პოსტერის ავტორი რუსი დიზაინერი იგორ გუროვიჩია, მისი ინსპირაციის წყარო კი - საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებისა და მოსკოვის დინამოს მეკარე ლევ იაშინი.

FIFA World Cup 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ვიტალი მუტკო ამბობს, რომ მათ სურდათ პოსტერი სიმბოლური ყოფილიყო. 

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ოფიციალურ პოსტერში მასპინძელ ქვეყნად რუსეთი დაგვეხატა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ლევ იაშინი, რუსული ფეხბურთის სიმბოლო, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. დარწმუნებული ვარ, რომ პოსტერი იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი სიმბოლო 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე და ფანებსა და მონაწილეებს ძალიან მოეწონებათ,"- ამბობს მუტკო. 

FIFA-ს აღმასრულებელი დირექტორი ფატმა სამურა კი ამბობს, რომ პოსტერი რუსეთის ხელოვნებისა და ფეხბურთის მემკვიდრეობის გამოხატვაა.

"2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი რუსეთის ხელოვნებისა და ფეხბურთის მემკვიდრეობის ნამდვილი გამოხატულებაა. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ ასეთი მშვენიერი ათვლის წერტილით, რომელშიც გამოიხატება ამდენად მნიშვნელოვანი კულტი და აღნიშნავს რუსეთში დაგეგმილ ტურნირს,"- ამბობს სამურა.


ლევ იაშინი 1958, 1962, 1966 და 1970 წლებში თამაშობდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე და FIFA-ს მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო მეკარედაა აღიარებული. 

კომენტარები