სტიქია

18-19 ივნისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 441 გამოძახება დაფიქსირდა

ალეკო შარვაძე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 ივნისის 20:00 საათიდან 19 ივნისის 09:30 საათამდე ძლიერი წვიმის გამო სულ 441 გამოძახება დაფიქსირადა,- ამის შესახებ ინფორმაციას საგანეგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აქედან თბილისში – 292, ხოლო რეგიონებში – 149 გამოძახება დაფიქსირდა.

„ყველაზე მეტი გამოძახება დედაქალაქში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან შემოვიდა. რეგიონებიდან კი მცხეთა-მთიანეთიდან (41 შეტყობინება) და იმერეთიდან (26 შეტყობინება)

ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზებზე და დატბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ძლიერმა ქარმა კი დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები“,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები