უბედური შემთხვევა

გურიაში მამაკაცი მეხის დაცემას ემსხვერპლა

Getty Images

გურიაში, ჩოხატაურის რაონში მთა საფარაზე ​54 წლის მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ძლიერი წვიმის დროს მოხდა. გარდაცვლილი ადგილზე პირუტყვს მწყემსავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები