საქართველოს მთავრობა

კობახიძე: ახალი სახეები იქნებიან, იქნება ცვლილებები, ეს არის მამუკა ბახტაძის პოზიცია

შვიდდღიანი ვადა აქვს პრემიერმინისტრობის კანდიდატს მთავრობის დასახელებისთვის, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მთავრობის შემადგენლობა დასახელდება უფრო ადრე და შესაბამისად, ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩამოვაყალიბებთ მთავრობის შემადგენლობას. ახალი სახეები ყველა შემთხვევაში იქნებიან. სულ მცირე, დასასახელებელია ახალი კანდიდატი ფინანასთა სამინისტროსთვის. იქნებიან, ასევე სხვა ახალი კანდიდატები. ცვლილებები აუცილებლად იქნება მთავრობის შემადგენლობაში. ეს არის ბატონი მამუკას პოზიცია, თუმცა რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები, ამას ვიხილავთ, როდესაც თავად პრემიერმინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კომენტარები