კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუს "ორწლიანი პატიმრობა" და €18.8-მილიონიანი ჯარიმა მიუსაჯეს

Reuters

მადრიდის რეალის მოთამაშეს, კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების თავიდან არიდებისთვის ესპანეთის სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ესპანეთში კანონდარღვევის პირველად შემთხვევაზე 2 წლამდე პატიმრობა პირობითი სასჯელის ხასიათს ატარებს, ამიტომაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ რონალდუს საპატიმროში თუნდაც ერთი დღის გატარება მოუწიოს.

რონალდუს პროკურატურა €14.7 მილიონი ევროს ოდენობით გადასახადების დამალვისთვის ედავებოდა.

33 წლის ფეხბურთელის ქონება $450 მილიონად არის შეფასებული.

კომენტარები