სამთავრობო ცვლილებები

კვირიკაშვილი გადადგა - როგორია მთავრობის ხელახლა დამტკიცების პროცედურა

მთავრობის ადმინისტრაცია

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა. როგორც თავად თქვა, გუშინ ქართული ოცნების მთავარ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მასა და ბიძინა ივანიშვილს შორის რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა და გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ რომ, მისი თქმით, "დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია". 

მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასეთია: 

  • საქართველოს პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად უნდა წამოაყენოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატურა. 
  • პრემიერმინისტრობის კანდიდატმა 7 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრთა კანდიდატურები და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა.
  • საქართველოს პარლამენტმა, მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7 დღის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
  • თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

კომენტარები