რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი: ავსტრიის ქმედებები ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის ომამდე მიგვიყვანს

Reuters

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავსტრიის მიერ 7 მეჩეთის დახურვის და 40 იმამის გაძევების გადაწყვეტილების მიღებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის გლობალურ დაპირისპირებას აღვივებს.

"ვშიშობ, რომ ავსტრიის მიერ მიღებული ზომები, ჯვრისა და ნახევარმთვარის სამყაროებს შორის ომამდე მიგვიყვანს." თქვა მან სტამბულში სიტყვით გამოსვლისას და საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის მთავრობა ისლამისტური იდეოლოგიასთან და საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ რელიგიურ ჯგუფებთან ბრძოლის ფარგლებში 7 მეჩეთის დახურვას და 40 იმამის ქვეყნიდან გაძევებას გეგმავს.

"ეს მხოლოდ დასაწყისია" განაცხადა ვიცე-კანცლერმა ჰაინც-კრისტიან შტრახემ.

2015 წელს ქვეყნის ამჟამინდელი კანცლერის, სებასტიან კურცის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ავსტრიაში მიიღეს კანონი, რომელიც რელიგიურ დაჯგუფებებს საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავდა და მუსლიმურ საზოგადოებებს ავალდებულებდა ჰქონოდათ "პოზიტიური დამოკიდებულება ავსტრიის სახელმწიფოს და საზოგადოების მიმართ."

"ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ისლამის პარალელური საზოგადოებების და რადიკალური ტენდენციების ადგილი არ არის." თქვა კურცმა.

კომენტარები