რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფერად დეკორაციაზე უკმაყოფილება გამოთქვა

 REUTERS/Mike Segar/File Photo

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დეკორაციად ფერადი ზოლების გამოყენების გამო თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკმაყოფილება გამოთქვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ის არაკომფორტულად გრძნობდა თავს "LGBT ფერების" გამო, რომელიც სინამდვილეში გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანს აღნიშნავს. 

თურქული მედიის ცნობით ერდოღანმა თქვა, რომ დეკორაციის ფერების საკითხზე სიამოვნებით ისაუბრებდა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერესთან. 

"ერთი საკითხი, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს არის ის, რომ, როდესაც შედიხარ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, კიბეებზე და სხვა ადგილებში ყველგან LGBT ფერებს ხედავ" - თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

კომენტარები