ხორავას ქუჩის საქმე

კაპანაძე: მირზა სუბელიანთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ საპოვნელია

მირზა სუბელიანთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ არის საპოვნელი, მათ შორის იმ კუთხითაც, კიდევ ხომ არ იკვეთება სხვა დანაშაული, მაგალითად, გარკვეული სამხილების განადგურების ან რაღაცის შეცვლის ფაქტი. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ეს არ არის კვანძის ბოლომდე გახსნა და ეს არ არის ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო კომისია ყველა საკითხზე გააგრძელებს მუშაობას, მათ შორის შეეცდება კითხვებს პასუხი გასცეს, რომელზეც ჯერჯერობით, თითქოს, გასცა შს სამინისტრომ 

ამბობს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე. დღეს შსს-მ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დააკავა, მას ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

კომენტარები