ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას, პრაგმატულ პოლიტიკას უკავშირდება. ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია ორ მთავარ საკითხთან: პირველი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს წითელი ხაზი არასდროს იქნება გადაკვეთილი ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების მიერ და მეორე- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ პოლიტიკა და მიდგომა რუსეთის ფედერაციასთან და რუსეთთან ურთიერთობაში გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. ეს პროგრესი, ძირითადად, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება, ხოლო, რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ამ მხრივ ნულოვანი შედეგია. რუსეთი რჩება აგრესიულ ძალად და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში-აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მძიმე ვითარებაა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ადამიანთა გატაცება თითქმის ყოველდღიურად ხდება. საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში იყო კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება არის არა გაყინული კონფლიქტი, არამედ, ამ ვითარებას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მოაქვს სიკვდილი და ადამიანის უფლებების ხელყოფა.
tbl.ge/2ytt
დაკოპირდა

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ”განაცხადა.
ამავე თემაზე
- კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება
- რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა
- ჩერგოლეიშვილი ზახაროვაზე: ქართული ოცნების რეჟიმი ისედაც რუსეთის საქმეს აკეთებს
- საქართველოს მთავრობამ გამბედაობა გამოიჩინა, ანტირუსულ ისტერიას არ აჰყვა – რუსეთის დუმა
- გიორგი ნონიაშვილი: საქართველო – ისევ რუსული რომანტიზმის ზღვა?!




