კრიმინალი

უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძარცვისთვის პირს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძარცვაში ბრალდებული მ.ჩ. დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 სექტემბერს, ღამის საათებში, ქურდობისთვის ნასამართლევი მ.ჩ. ქ.თბილისში, სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ბ.-ს კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული თანხით და პლასტიკური ბარათებით, „swatch“-ის და “boss”-ის ფირმის მაჯის საათებს და “SAMSUNG”-ის ფირმის მობილურ ტელეფონს. მ.ჩ.-ს ქმედებით დაზარალებულს 1350 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა მ.ჩ. იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის„ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

კომენტარები